უსაფრთხოების ფილოსოფიური საფუძვლების გაანალიზების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოხდეს საერთო სამეცნიერო წარმოდგენების ფორმირება ისეთ რთულ სოციალურ მოვლენასთან მიმართებაში, როგორიცაა რთული სისტემების უსაფრთხოება (მათ შორის სოციალური სისტემები), განისაზღვროს მათი საერთო ნიშნები და მათი ჩამოყალიბების, განვითარებისა და ფუნქციონირების საერთო კანონზომიერება.

უსაფრთხოების გაგების ფილოსოფიური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ უსაფრთხოების ანალიზი, განვსაზღვროთ სისტემის მთლიანობაში მისი ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური და ღირებულებითი საფუძვლები.

უსაფრთხოება არის რთული სოციალური სისტემების მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ მთლიანობას, მდგრად განვითარებას და ეფექტურ ფუნქციონირებას, აგრეთვე იმ ობიექტური პირობების არსებობა, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნულს.

ადამიანი, საზოგადოება,სახელმწიფო იმყოფებიან მუდმივ დიალექტიკურ სისტემურ ურთიერთკავშირში, ახდენენ ერთმანეთზე მუდმივ პირდაპირ თუ ირიბ ზემოქმედებას. სოციალური სისტემის ერთი კონკრეტული ელემენტის უსაფრთხოება გავლენას ახდენს ამ სისტემის სხვა შემადგენლების მდგომარეობაზე, მათ უსაფრთხოებაზე და პირიქით.

უსაფრთხოება, როგორც რთული სისტემური სოციალური ფენომენი, დამოკიდებულია უსაფრთხოების ობიექტის მთლიანობასა და მისი მდგრადი განვითარების ხარისხზე, შესაბამისად პირდაპირ კავშირშია მისი ჩამოყალიბების, განვითარებისა და ფუნქციონირების ობიექტურ პირობებთან. ერთ-ერთი კრიტერიუმი ობიექტური პირობების მდგომარეობის შეფასებისა არის სოციალური სისტემის სიმწიფე. უსაფრთხოების მდგომარეობა ამავდროულად უშუალოდაა დამოკიდებული სუბიექტურ ფაქტორებზე, რომელთა დანიშნულებაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ანუ სისტემის მთლიანობის შენარჩუნება, მდგრადი განვითარების პირობების შექმნა და სოციალური სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირება. სუბიექტური ფაქტორების მზადყოფნის ხარისხი და შესაძლებლობები, მოახდინოს არსებული შესაძლებლობების რეალიზაცია, განპირობებულია ობიექტური პირობებით - მდგრადი განვითარების ინტერესებში და უსაფრთხოების სისტემის სრულყოფით, ერთ-ერთი რთულად გადასაწყვეტი ამოცანაა.

ყველაზე რთული მდგომარეობა სოციალური სისტემისა, რომლის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მისი შინაგანი პოტენციალითა და თვითონ სისტემის შესაძლებლობებით და მხოლოდ გარე ფაქტორების (სახელმწიფო, საზოგადოება და ა.შ.) ჩართულობით მიიღწევა, გვხვდება ისეთ სოციალურ სისტემებში, რომლებიც იმყოფებიან ჩამოყალიბების გარდამავალ ეტაპზე. ჩვენთვის ეს აქტუალურია. ასეთ ქვეყნებშია სწორედ გაგება უსაფრთხოებისა, როგორც დაცვა გარე და შიდა საფრთხეებისაგან, როგორც საფრთხის არქონა.

უსაფრთხოება არაა სუბიექტის ინტერესების დაცულობის მდგომარეობა, უსაფრთხოება არაა რაიმეს რამე მდგომარეობა. უსაფრთხოება რთული სოციალური სისტემისა, პირველ რიგში განპირობებულია მისი არსებობისა და სიცოცხლისუნარიანობის პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მთლიანობას, მდგრად განვითარებას და ეფექტურ ფუნქციონირებას ამ სისტემისა, ოპტიმალური მართვის პირობებში.

ამგვარად სოციალური სისტემის უსაფრთხოება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას თვით სისტემის მზადყოფნითა და შესაძლებლობებით, შეინარჩუნოს მთლიანობა და მდგრადობა და გაუწიოს აქტიური წინააღმდეგობა სხვადასხვა სახიფათო შიდა და გარე უარყოფით ზემოქმედებას.

ასევე თემასთან დაკავშირებით იხილეთ მასალა
უსაფრთხოების გააზრებისათვის